01 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
სტიქია ლანჩხუთში - ქარბორბალამ რამდენიმე ოჯახი დააზარალა

სტიქია ლანჩხუთში - გუშინ დღის მეორე ნახევარში უეცრად ამოვარდნილმა ქარბორბალამ გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჯუნეწერში ხუთი ოჯახი სერიოზულად დააზარალა.

ქარმა საცხოვრებელ სახლებს შიფერის სახურავები გადაახადა. დაზიანდა თორნიკე სარჯველაძის, ნათელა ბარამიძის, მაყვალა ბარამიძის, ოთარ იმნაძისა და მაგული ბარამიძის ოჯახები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა შტაბი, რომელიც სწავლობს აღნიშნულ მდგომარეობას და ზარალის ოდენობას ითვლის.

დღის ამბები