07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

მოლდოვის მოსახლეობამ ახალი პრეზიდენტის არჩევა პირველ ტურში ვერ შეძლო. ქვეყანაში 13 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს პრორუსი კანდიდატი იგორ დოდონი და მაია სანდუ დაუპირისპირდებიან.

იგორ დოდონს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას აკრიტიკებს და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მომხრეა, პირველ ტურში გამარჯვებისთვის ხმების მხოლოდ 2 პროცენტი დააკლდა. პრორუს კანდიდატს არჩევნების პირველ ტურში მხარი ამომრჩევლის 48 პროცენტმა დაუჭირა.

სანდუ, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსის გაგრძელებას უჭერს მხარს, პირველ ტურში მოსახლეობის 38 პროცენტი მიემხრო.

ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში მოლდოვაში პირდაპირი წესით ჩატარებული პირველი არჩევნები იყო. 1996 წლიდან ქვეყნის ლიდერს საკანონმდებლო ორგანო ირჩევდა.

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი. 

დღის ამბები