07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
ჰილარი კლინტონის რეიტინგი ეცემა - FBI-ს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ

ამერიკელი სენატორი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორს ორმაგი სტანდარტის გამოყენებაში ადანაშაულებს. FBI-ს ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ წერილში სენატში დემოკრატების ლიდერი, ჰარი რიდი წერს, რომ ჯეიმს კომიმ ჰილარი კლინტონის თანაშემწის კომპიუტერში აღმოჩენილი ელექტრონული მიმოწერის შინაარსზე მოკვლევის დაწყებით დაარღვია აქტი, რომელიც ოფიციალურ პირებს არჩევნებზე გავლენის მოხდენას უკრძალავს.

დემოკრატი სენატორი FBI-ს დირექტორს დონალდ ტრამპის მრჩევლებსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებული მჭიდრო კავშირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

მას შემდეგ, რაც ბიურომ მასალის შესწავლა დაიწყო, ჰილარი კლინტონის რეიტინგი დაეცა.

დღის ამბები