07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
რუსი მაღალჩინოსანი ნატო-ს ემუქრება

ნატო-ს ძალების განთავსებას აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს. ამის შესახებ გაზეთ იზვესტიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხს მოსკოვი აუცილებლად წამოწევს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

პარალელურად, დასავლური მედია წერს, რომ სირიაში რუსეთმა ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი სამი წყალქვეშა ნავი გაგზავნა.

სირიისკენ მიემართება რუსული გემი სმეტლივიც, რომელიც ამჟამად საბერძნეთის პორტშია.

დღის ამბები