07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
რამდენიმე თვე სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან - თურქეთში დაკავებები გრძელდება

თურქეთში ოპოზიციური გაზეთის ქუმ-ჰურიეტის მთავარი რედაქტორი დააკავეს. მასთან ერთად აიყვანეს რედაქციის 12 თანამშრომელიც. ისინი ქურთი სეპარატისტების მხარდამჭერი სტატიების მომზადებასა და გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

პოლიციელებმა ყველა მათგანის ბინა გაჩხრიკეს. ჟურნალისტთა დაკავებამდე, თურქეთის ხელისუფლებამ 15 მედიასაშუალება დახურა და საჯარო სექტორიდან 10 ათასი თანამშრომელი დაითხოვა. მიზეზად მათი გიულენის მოძრაობასთან კავშირი გახდა.

ოფიციალური ანკარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სასულიერო პირს ფეტულა გიულენს ადანაშაულებს და სამშობლოში მის ექსტრადირებას მოითხოვს.

დღის ამბები