01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
ძალადობა ბებიაზე თუ უბრალოდ ხუმრობა - სოფელ ყუმისთავში მომხდარი ინციდენტით რამდენიმე უწყება დაინტერესდა

ძალადობა ბებიაზე თუ უბრალოდ ხუმრობა და გართობის ტრადიციული ხერხი ქუთათელაძეების ოჯახში - 78 წლის ლილი ქუთათელაძე, შვილიშვილებთან ერთად ამტკიცებს, რომ ვიდეოში ასახული კადრები, სადაც მასზე ძალადობენ, ხუმრობაა. მობილურით გადაღებული ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჩანს, რომ შვილიშვილები 78 წლის ბებიას პნევმატურ თოფს რამდენჯერმე ესვრიან.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრების წინააღმდეგ საქმე აღძრა. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ მისდევს შვილიშვილი ბებიას და ამბობს, რომ მას ტყვია მოარტყა, რაც იქ მყოფების სიცილის მიზეზი ხდება. 

ოჯახის წევრები საკუთარ ქმედებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ასე ხშირად მოქცეულან.

ბებია და შვილიშვილები გუშინ წყალტუბოს პოლიციაში დაკითხეს. ამ თემით ვიდეოს გავრცელებისთანავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. საქმის გამოძიების გაკონტროლებას აპირებს სახალხო დამცველიც.

78 წლის ბებია და შვილიშვილები კი აცხადებენ, რომ მათ ოჯახში არაერთი მსგავსი ვიდეო ინახება და გამოძიების შეწყვეტას ითხოვენ.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი. 

დღის ამბები