09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ბრიუსელ - ნიუ-იორკის რეისზე 2 მგზავრს ებოლას სიმპტომები აღმოაჩნდა

ბრიუსელი-ნიუ-იორკის რეისიდან ორი მგზავრი მოხსნეს. მგზავრებს ებოლას სიმპტომები ჰქონდათ.

შუა ხნის მამაკაცმა და მისმა შვილმა ფრენის დროს თავი შეუძლოდ იგრძნეს. ბორტგამცილებლების ინფორმაციით, ორივე მათგანს მაღალი ტემპერატურა და დეზორიენტაცია აღენიშნებოდა. აეროპორტიდან მამა-შვილი ნიუ-იორკის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სრული გამოკვლევა ჩაუტარდათ. მათ ებოლას ვირუსი არ დაუდასტურდათ. აღმოაჩნდათ გრიპის ვირუსი, რის შემდეგაც პაციენტები ექიმებმა კლინიკიდან გაწერეს.

ამ დრომდე დალასის კლინიკაში რჩება ის პაციენტი, რომელსაც ებოლას დიაგნოზი დაუდგინდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.  

ამავე თემაზე
დღის ამბები