01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
"მე ვარ ბოშა" - ირმა შარიქაძის უჩვეულო და ფერადი ნამუშევრები

მე ვარ ბოშა - ფოტოგრაფმა და ახალბედა დიზაინერმა სწორედ ამ სახელწოდებით, ქალბატონებისთვის ბოშების დამახასიათებელი სამოსის და ფერადი აქსესუარების შთაგონებით, გაზაფხული - ზაფხული 2017-სთვის ახალი კოლექცია შექმნა.

პროექტით ირმა შარიქაძე ბოშებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებთან დაპირისპირებას გეგმავს.

მე ვარ ბოშა - ამ სახელწოდების კოლექციას და უჩვეულო პერფორმანსს ირმა შარიქაძე პირველად თბილისის Mercedes-Benz Fashion week-ის ფარგლებში 6 ნოემბერს სამეფო უბნის თეატრის სცენაზე წარადგენს.

ავტორი: სალომე ბენაშვილი. 

დღის ამბები