01 ოქტომბერი 2024,   13:30
ვრცლად
ლიტერატურული კონკურსის "ალერდი 2016"-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსის ალერდი 2016-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გამოავლინეს ასევე სტატიებისა და ფოტოკონკურსში გამარჯვებულები. პროექტის მიზანია, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების აღმოჩენა, საზოგადოებისთვის გაცნობა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაში ხელის შეწყობა.

კონკურსი საინფორმაციო ბანკი-საქართველოს ახალგაზრდობის ორგანიზებით და ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

„მონაწილეობა მიიღო 187-მა კონკურსანტმა, აქედან 50 გადავიდა ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე ტურში და წიგნის კრებულში ლიტერატურული კონკურსი ალერდი, შევიდა სულ 25 მოთხრობა,“ - აღნიშნა კონკურსის ორგანიზატორმა სალომე კოჭლამაზაშვილმა.

დღის ამბები