01 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი დაიწყო

იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი დაიწყო. პროექტი მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კურიკულუმების შემუშავებასა და დახვეწას ითვალისწინებს.

ასევე, თანამედროვე მეთოდოლოგიებსა და სტანდარტებზე დაფუძნებული ტრენინგების ჩატარებას. პროექტის მიზანი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური გაძლიერებაა.

„თანამშრომლობის ახალ ეტაპზე 18 თვის განმავლობაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციის გაძლიერებას. ხელს შევუწყობთ მოსამართლეებისა და კანდიდატი მოსამართლეების გაძლიერებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შტატის გადამზადებას,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.

დღის ამბები