01 ოქტომბერი 2024,   13:39
ვრცლად
საქართველოს მასშტაბით, მიმოქცევაში 100 ლარიანი ახალი ბანკნოტები შევა

განახლებული 100 ლარის ნომინალის ბანკნოტის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ეროვნული ბანკის საცავში. ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დღეიდან გავა.

100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები ძველი ბანკნოტების პარალელურად იქნება მიმოქცევაში, 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები კი მოგვიანებით განახლდება

„განახლებულ 100 ლარიან ბანკნოტზე დატანილია მოსახლეობისთვის მარტივად აღქმადი თანამედროვე დამცავი ნიშნები და ასევე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბანკნოტის ტექნიკური მახასიათებლები,“ - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელma დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

დღის ამბები