01 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
"ენმ" ბოტანიკური ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის შეჩერებას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ბოტანიკური ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის შეჩერებას ითხოვს.    

ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, განაშენიანების გეგმის საბოლოო ვერსია უკვე საკრებულოშია, მის დამტკიცებამდე კი, ფართო მსჯელობაა აუცილებელი.

„მშენებლობის ნებართვა თბილისის მერია ბიძინა ივანიშვილის კომპანიას აძლევს იმ ადგილას, სადაც ეს წინა ხელისუფლების დროს ხელშეკრულებით აკრძალული ქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ ლანჩაფტურ-სარეკრიაციო ზონა. მივმართავთ დავით ნარმანიას და ქართულ ოცნებას, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადადონ დღეს ეს საკითხი და მანამ, სანამ არ იქნება ამ საკითხის ფართო განხილვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ყველა შესაბამისი დოკუმენტი და დასკვნა, რა იქნეს გამოტანილი სხდომაზე და არ მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

დღის ამბები