01 ოქტომბერი 2024,   13:23
ვრცლად
შეწყვეტილი სოციალური დახმარება და უკიდურესად გაჭირვებული მოხუცი საზოგადოების დახმარების მოლოდინში

ნაზი სეფიაშვილი დახმარებას ითხოვს. 90 წლის ქალი უმეტესად მშიერია. ლოგინად ჩავარდნილი მთელ დღეებს მოლოდინში ატარებს იმ იმედით, რომ მეზობლები დააპურებენ.

90 წლის ნაზი სეფიაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ლოგინად ჩავარდნილ დედას უკვე ხუთი წელია, უვლის.

მძიმე პირობების მიუხედავად, ოჯახს სოციალური დახმარება 2015 წლიდან შეუწყდა. დახმარებას არც მისი შვილი იღებს.

ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი გადაცემა არჩევანში 26 სექტემბერს მომზადდა. ამის შემდეგ სოციალურმა სამსახურმა ქულები ხელახლა გადაითვალა და ოჯახმა უფრო მაღალი შეფასება მიიღო, ვიდრე ადრე. 

ჯანდაცვის სამინისტროს სეფიაშვილების ქულების ხელახალი გადათვლას ყვარლის გამგეობაც სთხოვს. ქულების ხელახალი გადათვლა მხოლოდ 6 თვის შემდეგ მოხდება.

 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე 

დღის ამბები