01 ოქტომბერი 2024,   13:23
ვრცლად
ლადო გუდიაშვილის მივიწყებული ტილოები - მხატვრის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი მე-3 ექსპოზიცია იხსნება

ლადო გუდიაშვილის უცნობი და მივიწყებული ტილოები - თბილისში მხატვრის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი მე-3 ექსპოზიცია იხსნება. ექსპოზიცია ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო სივრცეში ეწყობა და მისი ნახვა დამთვალიერებელს ხვალიდან შეეძლება.

1970-იან წლებში ფანქრით შესრულებული ტილოები მისი ოჯახის საკუთრებაშია და დღემდე მხატვრის სახლში ინახებოდა. ნახატები გუდიაშვილმა მშობლიურ ქალაქს მიუღძვნა.

ლადო გუდიაშვილის ტილოების გამოფენა მისი 120 წლის იუბილეს ეძღვნება. 1964-1977 წლებში შესრულებული მრავალფეროვანი კოლექციის დათვალიერება ნოემბრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

 

 

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი 

დღის ამბები