01 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
აქვს თუ არა კავშირი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს iPhone+-ის დაყადაღებულ ანგარიშებთან, შესაბამისი უწყებები სწავლობენ 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, iPhone+-ის ანგარიშების დაყადაღებასთან ვალერიან ცერცვაძის კავშირებს იუსტიციის საბჭოს სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტი განიხილავს.

იუსტიციის საბჭოს სამოსამართლეო ეთიკის სამსახურს დაევალა, გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა სააპელაციო სასმართლოს თავმჯდომარეს გავლენა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, კომპანია iPhone+-ის ანგარიშები, მილიონ 600 ათასი ლარი, დაყადაღდა. iTechnic, რომლის სარჩელის საფუძველზეც კონკურენტი კომპანიის თანხებს ყადაღა დაადეს, ვალერიან ცერცვაძის ცოლის ძმას ეკუთვნის. 

იმ შემთხვევაში, თუ ეთიკის დეპარტამენტი და იუსტიციის საბჭო ვალერიან ცერცვაძის დისციპლინურ დევნას დაიწყებს და საქმეს შესაბამის კომისიას გადასცემს, შესაძლოა, ეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ თანამდებობა დაკარგოს.

კომპანია iTechnic-ში ვალერი ცერცვაძის სასამრთლო პროცესებში ჩართვას კატეგორიულად უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ iPhone+ დავის პოლიტიზირებას ხელოვნურად ცდილობს.

პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის დავალებით, საქმის ძიება უკვე დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. უწყებამ საქმე თაღლითობის მუხლით აღძრა.

საქალაქო სასამართლოში iPhone+-ის და iTechnic-ის საქმის განხილვა გრძელდება. პარალელურად პროცესი მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოშიც. 

 

 

ავტორი: შოთა კიკნაძე 

 

დღის ამბები