01 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
სასტიკად ნაცემი 11 წლის ბიჭი და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლები მოძალადე მამა

11 წლის ბიჭი, დედის ინფორმაციით, მამამ სასტიკად სცემა. დედის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე მამამ მაშინ იძალადა, როდესაც ის და მისი 10 წლის და ყოფილ ქმართან რამდენიმე საათით დატოვა.

ქალი ირწმუნება, რომ მისი ყოფილი ქმარი მასზე და მის შვილებზე ხშირად ძალადობდა. მისივე ინფორმაციით, პოლიციას მან დახმარება არაერთხელ სთხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცემის ფაქტზე მოძალადე მამა პასუხისგებაში მისცეს, თუმცა მამაკაცი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მამა შვილის ცემის ფაქტს უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ შვილებზე და ყოფილ მეუღლეზე გაბრაზებული იყო.

ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს. მისი ადვოკატიც აცხადებს, რომ ოჯახი საფრთხეშია, რადგან მამაკაცი მათ ამ დრომდე ემუქრება.

მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ბათუმში ოჯახური ძალადობის საქმეს საიაც სწავლობს.

11 წლის შვილის ცემის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში სისტემატიურ ძალადობას გულისხმობს.

 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

დღის ამბები