01 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები - ეროვნული გალერეა გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს

50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები - ეროვნული გალერეა გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენას 3 ნოემბერს უმასპინძლებს. მსოფლიოში აღიარებული თეატრის მხატვარი და სცენოგრაფი 75 წლის გახდა.

ევროპასა და ამერიკაში 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებულმა ხელოვანმა, სხვადასხვა მედიაში შესრულებული ასობით ნამუშევარი ერთ საგამოფენო სივრცეში პირველად შეკრიბა. ქართველი კრიტიკოსების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მხატვარი მათ შეფასებებს არ ელოდება, ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი გოგი ალექსი მესხიშვილისთვის გამოფენის ახალგაზრდა დამთვალიერებლები იქნებიან.

ავტორი: სალომე ბენაშვილი 

დღის ამბები