09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ბულგარეთში ახალ პარლამენტს ირჩევენ

დღეს 5 ოქტომბერს ბულგარეთში ახალ პარლამენტს ირჩევენ. 240 ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 18 პარტიიდან და პოლიტიკური გაერთიანებიდან 6 ათასი კანდიდატი იბრძვის.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე თვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დაინიშნა, რომლის შედეგადაც მთავრობა იძულებული გახდა სრული შემადგენლობით გადამდგარიყო.

გამოკითხვებზე დაყრდნობით ექსპერტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ყოფილ პრემიერ ბოიკო ბორისოვს აქვს, რომელიც მინისტრთა კაბინეტს გასული წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა თუმცა ანტისამთავრობო მიტინგების ფონზე პოსტიდან გადადგა.

დღის ამბები