01 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
პროფესორი გივი ღამბაშიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვეს

პრეზიდენტის განკარგულებით პროფესორ გივი ღამბაშიძეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადაეცა. იგი ქართულ-ებრაული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი  წვლილისათვის დააჯილდოვეს.

დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორს ორდენი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მუზეუმში გადასცა, სადაც ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის მიერ ორგანიზებული, ვახტანგ კახიძის საღამო გაიმართა.

„დღეს მე მაქვს პატივი ბატონ გივის გავაცნო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, სწორედ ქართულ-ებრაული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები