01 ოქტომბერი 2024,   13:42
ვრცლად
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.  

შექმნილი ვითრება ადგილზე უკვე დაათვალიერეს სპეციალისტებმა. ისინი დღეიდან დაიწყებენ არსებული მდგომარეობის ანალიზს და დიაგნოსტიკას. ასევე შეარჩევენ კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდიკას, რის შემდეგაც, დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი რეაგირებისთვის უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დაწყებულია მოკვლევა. ამ დროისთვის ეკლესია დაკეტილია.

დღის ამბები