01 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
ხანძარი "გარდენია შევარდნაძის" ტერიტორიაზე

ხანძარი გარდენია შევარდნაძის ტერიტორიაზე - სახანძრო-სამაშველო სამსახურის პრესსამსახურმა რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ ცეცხლი 80 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.

ადგილზე 5 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის აალების შედეგად მეზობლის სათვსოც არის დამწვარი.

ხანძრის ზარალის დათვლა ამ დრომდე დაწყებული არ არის. გარდენიას მფლობელი,  ზურა შევარდნაძე აცხადებს, რომ სამეურნეო-ტექნიკური ნაწილია დამწვარი. 

 

 

დღის ამბები