01 ოქტომბერი 2024,   13:39
ვრცლად
სულხან მოლაშვილის ოჯახს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდება

პროკურატურის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამ მოქალაქეს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდება.

საგამოძიებო უწყებაში ჩატარებული მოკვლევის შედეგად გადაწყდა, რომ 12 წლის წინ ჩამორთმეული ქონება უბრუნდება სულხან მოლაშვილის ოჯახს, კიდევ ორ მოქალაქეს კი მიწის ნაკვეთსა და 6 ავტომანქანა ეკონომიკის სამინისტრო გადასცემს.

დაზარალებულ პირებს დღეს მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები შეხვდნენ და საქმის დეტალები გააცნეს.

 

დღის ამბები