01 ოქტომბერი 2024,   13:41
ვრცლად
მაღალმთიან აჭარაში გადაუღებლად თოვს

მაღალმთიან აჭარაში გადაუღებლად თოვს. ხულოს დაბლობში თოვლის საფარმა 15, ხოლო მაღალ სოფლებში 30 სანტიმეტრს მიაღწია.

60 სანტიმეტრია თოვლის საფარი გოდერძის უღელტეხილზე. ამ დროისთვის ელექტროენერგია დაახლოებით 25 სოფელს არ მიეწოდება.

სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც შეეხება ბაღებს, საციხურის, ღურტის და კვატიის საბავშვო ბაღებში სწავლა დენის გათიშვის გამო შეჩერდა.

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და პრობლემა დღის მეორე ნახევრისთვის ნაწილობრივ მოგვარდება.

ხულოს გამგებლის ინფორმაციით, შიდა სასოფლო გზებზე სატრანსპორტო გადაადგილება არ შეფერხებულა. ჩაკეტილია გოდერძის უღელტეხილი, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.

„ვქმნით დამხმარე ბრიგადებს, რომელსაც ხელმძღვანელობენ ჩვენი გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე და თუ რაიმე ფორსმაჟორი გვექნება ჩვენ რეაგირებას მყისიერად მოვახდენთ,“-განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.

დღის ამბები