01 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
რაჭაში 3.1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რაჭაში 3.1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც სეისმოლოგიურ ცენტრში რუსთავი 2-ს განუმარტეს, მიწისქვეშა ბიძგები ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაფიქსირდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ განმეორებითი ბიძგები არ დაფიქსირებულა. 

მიწისძვრა რაჭაში 12:52 წუთზე მოხდა. 

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. 

სეისმოლოგიური ცენტრის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს მასშტაბით, ჯამში 35 მიწისძვრა დაფიქსირდა.

მომხდარ მიწისქვეშა ბიძგებს არცერთ შემთხვევაში ნგრევა არ მოჰყოლია.

ამავე თემაზე
დღის ამბები