01 ოქტომბერი 2024,   13:28
ვრცლად
საშობაო სეზონისთვის ახალი სარეკლამო რგოლი Burberry-სგან

ბრიტანულმა ბრენდმა Burberry-მ საშობაო სეზონისთვის ახალი სარეკლამო რგოლი გამოუშვა. 3 წუთიანი ვიდეო კლიპის მთავარი გმირი ბრენდის დამფუძნებელი ტომას ბარბერია. სცენარი მისი ცხოვრების რეალური ისტორიების მიხედვით შეიქმნა. 

ტომას ბარბერის ბიზნესის 160 წლიანი ისტორია ოსკაროსანმა რეჟისორმა ასიფ კაბადიამ 3 წუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმში გადმოსცა და ბრიტანულმა ბრენდმა სარეკლამო რგოლის პრეზენტაციით საშობაო სეზონი გახსნილად გამოაცხადა.

სამწუთიანი ფილმით Burberry-მ დღეიდან სოციალურ ქსელებში სარეკლამო კამპანია დაიწყო. ვიდეოს მოკლე ვერსიას ახალ წლამდე კინოთეატრებშიც პერიოდულად უჩვენებენ. 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე 

 

დღის ამბები