01 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
ხანძარი ვარძიაში - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შესაძლოა, მოხატულობა სრულად იყოს დაზიანებული

ხანძარი ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში - ფრესკები ჭვარტლით არის დაფარული. ხანძარი მონასტერში 31 ოქტომბერს, გვიან ღამით გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ანთებული სანთლიდან იმ მაგიდას მოედო, რომელსაც სანთლების გასაყიდად იყენებენ. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მონასტრის მოხატულობა, სავარაუდოდ, სრულად არის დაზიანებული.

გაიწმინდება თუ არა დაზიანებული 12-13-ე საუკუნის ფრესკები, ეს სპეციალისტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს, რომელიც ადგილზე იმყოფება. მომხდარის გამო ვიზიტორებისთვის და ტურისტებისთვის ტაძარი დაკეტილია.

დაზიანებული ფრესკების აღდგენის პარალელურად, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. იყო თუ არა დაუდევრობა, ეს სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

სპეციალისტები კი მხოლოდ ერთადერთ ვერსიაზე საუბრობენ. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის ხელმძღვანელი მომხდარს იმ დაპირისპირებას უკავშირებს, რაც მისი ინფორმაციით, დიდი ხანია ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციასა და მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებს შორის არსებობს.

სპეციალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი, რომელიც დაპირისპირებას გამორიცხავს.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე 

დღის ამბები