01 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
"სხვისი ცხოვრება" - პირველად ქართულ სცენაზე ფსიქოლოგიური დეტექტივი

სხვისი ცხოვრება - ასე ჰქვია ავთო ვარსიმაშვილის ახალ სპექტაკლსა, რომელიც თავისუფალი თეატრის სცენაზე იქნება წარმოდგენილი.

პირველად ქართულ სცენაზე ნამდვილი ფსიქოლოგიური დეტექტივი. სპექტაკლი იმაზე, რაც ასე აწუხებს საზოგადოებას. თვალთვალი და პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს ხელის ფათური.

ავთო ვარსიმაშვილმა ახალი სპექტაკლისთვის პიესა გერმანული რეჟისორის ფილმის შთაგონებით, თავად დაწერა.

ორმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დეტექტივი, რეჟისორის და მსახიობების აზრით, მაყურებელს საბჭოთა ცხოვრებასა და რეალობასთან პარალელების გავლებას გაუმარტივებს.

სხვისი ცხოვრების პრემიერა 5 ნოემბერს გაიმართება.

ავტორი: სალომე ბენაშვილი 

დღის ამბები