01 ოქტომბერი 2024,   13:24
ვრცლად
დაზიანებული უნიკალური ფრესკები - სპეციალისტები სასულიერო პირების გაუფრთხილებლობაზე საუბრობენ

ვარძიაში უნიკალური, ისტორიულ-კულტურული ფრესკები გაიჭვარტლა. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების განცხადებით ამის მიზეზი სასულიერო პირების ქცევაა. როგორც დღეს ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, უნიკალურ ისტორიულ დარბაზებში ბერები და მორჩილები ცხოვრობენ და კულტურული ძეგლი თვითნებურად არის გადაკეთებული რაც დამატებით აზიანებს უძველეს ძეგლს. 

"90-იანი წლებიდან მოხდა ბერების და მორჩილების შესახლება მუზეუმში. გადაკეთებულია ისტორიული დარბაზები კელიებად. ზამთრის პერიოდში ძეგლს ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძეგლი უფრო ზიანდება. ვითხოვთ შს სამინისტროსგან რომ ბოლომდე გამოიძიონ საქმე,"-  განაცხადა საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ. 

ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი, დარეჯან ბრეგვაძე, კი ამბობს, რომ ისტორიულ ტაძრებში სანთლების დანთება უნდა აიკრძალოს. ​"ძველ ტაძრებში არ უნდა ინთებოდეს სანთლები. სულ არის გაჭვარტლული ნიკორწმინდაც და გერგეთიც,"- განაცხადა ბრეგვაძემ. 

ვარძიაში განვითარებულ მოვლენებს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავაც გამოეხმაურა. მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფომ ამ საკითხზე დროული და ადექვატური რეაგირება უნდა მოახდინოს. 

დღის ამბები