09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
მადრიდში მონარქიის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

მონარქიის მოწინააღმდეგეთა აქცია მადრიდში პოლიციასთან შეტაკებითა და დაკავებებით დასრულდა. 200-მდე აქტივისტი ქალაქის ცენტრში შეიკრიბა და ხელისუფლებას საკონსტიტუციო რეფორმისკენ მოუწოდა. დემონსტრანტები ესპანეთში მონარქიის გაუქმებას მოითხოვდნენ.

სანქცირებული მიტინგი თავიდან მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა მსვლელობის მოწყობა გადაწყვიტეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. შეტაკების შედეგად, სამართალდამცველებმა წესრიგის დარღვევისთვის ორი აქტივისტი დააკავეს.

დღის ამბები