01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდნეტზე საქართელოს რკნიზგა პასუხისმგებლობას არ იღებს

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მცირე სატელეფონო კომენტარს აკეთებს საქართველოს რკინიგზა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხიმგებლობა არ ეკისრებათ.

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ადასტურებს, რომ კონკრეტული ჩინური კომპანია, სადაც გუშინ დაპირისპირება მოხდა, არის საქართველოს რკინიგზის ქვეკონტრაქტორი, თუმცა აღნიშნული ჩინური კომპანია თავის შიდა საქმიანობაში საქართველოს რკინიგზას არ ახედებს.

"საქართველოს რკინიგზა, შეუძლებელია, რომ კომენტარს აკეთებდეს, სხვა კომპანიაში შიდა პროცესებზე. ეს არის შეუძლებელი. ეს არის ჩინური კომპანია. 2010 წელს გაფორმებული ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც არის ქვეკონტრაქტორი და თავის შიდა საქმიანობაში საქართველოს რკინიგზას არასდროს ახედებს,“ - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

შეგახსენებთ, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები მუშებს არმატურებით და ნაჯახებით გაუსწორდნენ. დაპირისპირება, რომელიც გვიან ღამით დაიწყო, გამთენიისას ისევ გაგრძელდა. შემთხვევა კომპანია ჩინეთის 23-ე ბიუროს ტერიტორიაზე მოხდა.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები