01 ოქტომბერი 2024,   13:23
ვრცლად
სპეციალისტები ვარძიაში სასულიერო პირების მხრიდან ძეგლების გაუფრთხილებლობაზე საუბრობენ

გაჭვარტლული უნიკალური ფრესკები ვარძიაში. რა ვითარებაშია ისტორიული დარბაზები, სადაც ბერები და მორჩილები ცხოვრობენ, სპეციალისტები იქ მოღვაწე სასულიერო პირების მხრიდან ძეგლების გაუფრთხილებლობაზე საუბრობენ.

მათი თქმით, ძეგლი თვითნებურად არის გადაკეთებული, რაც დამატებით აზიანებს უძველეს ნიმუშს. ვარძიაში ვითარების გასაცნობად ადგილზე ჩავიდა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

"დღეს კმაყოფილი ვარ იმ შედეგით რაც ვნახე, რომ გადარჩენილია, სარესტავრაციო პროცესი დაწყებული. რა თქმა უნდა, სახარბიელო არ იყო ეს, მაგრამ მთავარია, რომ გადარჩა და მხატვრობა თავის მდგომარეობას, ანუ ხანძრამდე დაიბრუნებს ერთ თვეში. მაგრამ ეს არის ზოგადად გაფრთხილება ყველასთვის შემდგომში, რომ გაუფრთხილებელმა შედეგმაც, შეიძლება ასეთი სავალალო მდგომარეობა დააყენოს“ - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

მისივე თქმით, ისინი გაერთიანებული ძალებით მოახდენენ იმ ადამიანების იზოლირებას, ვინც ძეგლებს საფრთხეს შეუქმნის.

"საპატრიარქოსთან პრობლემა არ არის, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, უბრალოდ როგორც ერში ასევე ბერში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან გარკვეულ წესებს, ამის წინააღმდეგ გამოდის საპატრიარქოც, ამის წინააღმდეგ გამოვდივართ ჩვენც. ამიტომ, გაერთიანებული ძალებით მოვახდენთ მათ იზოლირებას ძეგლებისგან, იმ ადამიანების, ვინც საფრთხეს შეუქმნის,“ - აღნიშნა ანთიძემ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი    

დღის ამბები