01 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
ზვარეში მომხდარი ინციდენტი - მუშები ჩინური კომპანიის წასვლამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებისა და ქართველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული შვიდივე პირი ამ დროისთვის სხვადასხვა საავადმყოფოებშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.  

ჩინურ კომპანიაში დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ ჭრილობები აქვთ მიყენებული ნაჯახით და ასევე რკინის ხელკეტებით. 

რაც შეეხება თავად ჩინური კომპანიის წარმომადგენლობას, ისინი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი მუშაობას არ აპირებენ, მანამ სანამ ჩინური კომპანია არ დატოვებს სოფლის ტერიტორიას.

 „სანამ ისინი არ წავლენ, ჩვენ არ შევალთ სამუშაოდ და ვერც ეგენი ვერ იმუშავებენ,“ - აღნიშნა კომპანიაში ერთერთმა დასაქმებულმა.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები