01 ოქტომბერი 2024,   13:30
ვრცლად
"კომ დე გაღსონის" და ბრაიან გრიფინის გადაღებული ფოტოები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

კომ დე გაღსონის და ბრაიან გრიფინის გადაღებული ფოტოები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. ექსპოზიციისთვის დედაქალაქს თავად ფოტოგრაფი ესტუმრა. დამთვალიერებელი დღეს 26 წლის წინანდელი ფოტოსესიის ამსახველ უნიკალურ ვიდეომასალასაც ნახავს.

მსოფლიოში აღიარებულმა ფოტოგრაფმა 12 სურათი საქართველოში 90-იან წლებში მოგზაურობის დროს გადაიღო. ფოტო პროექტი მას იაპონურმა ბრენდმა კომ დე გაღსონმა დაუკვეთა, რომელმაც კოსტიუმები ფიროსმანის ინსპირაციით შექმნა. კახეთში გადაღებული რამდენიმე ფოტოს ნახვა კი დღემდე მხოლოდ ჟურნალ სიქსში იყო შესაძლებელი, რომელიც 1988-91 წლებში გამოდიოდა. 

ბრაიან გრიფინის ექსპოზიცია Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დღეს გაიხსნება და მხოლოდ 5 დღეს გაგრძელდება.

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი 

დღის ამბები