01 ოქტომბერი 2024,   13:37
ვრცლად
ფიზიკური ანგარიშსწორება ზვარეში - ადგილობრივები პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან

სოფელ ზვარეში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება - 7-ვე დაშავებული მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. დაშავებულები ყვებიან, რომ მათ ნაჯახით და რკინის ხელკეტებით, სოფელ ზვარეში იმ კომპანიის წარმომადგენლები გაუსწორდნენ, რომლებიც საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორები არიან.

სოფელ ზვარეში ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლების გაღიზიანების მიზეზი მოჭრილი ხეები გახდა, რის გამოც ერთერთ ადგილობრივს ფიზიკურად გაუსწორდენენ. მათივე თქმით, სწორედ მათ დასაცავად ჩაერთნენ ჩხუბში ქართველი თანამშრომლები.

კომპანიაში დასაქმებული მუშები სოფლის მოსახლეობასთან ერთად, ჩინური კომპანიის სოფლიდან გასვლას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივები აქციებით და პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან და დაზარალებულები კომპანიის წარმომადგენლების დასჯას ითხოვენ.

ზვარეში მომხდარს დღეს პროფკავშირების ხელმძღვანელი გამოეხმაურა. ირაკლი პეტრიაშვილი მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საქართველოს რკინიგზას აკისრებს.  

საგამოძიებო მოქმედებები ზვარეში დილიდან მიმდინარეობს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები