01 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
მუსლიმთა ნაწილი რელიგიის სააგენტოს ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს

რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ ორწლიანი მუშაობის შემდეგ, მოხეს მუსლიმთა თემის მთავარი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შენობა, რომლის გადაცემასაც მუსლიმები ითხოვდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუქვემდებარა. 

რელიგიის სახელმწიფო საკითხთა სააგენტოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს მოხეს მუსლიმთა თემის ნაწილი. შეთავაზებული წინადადებებიდან, მათთვის შედარებით მისაღები ალტერნატიული ფართის გამოყოფა და მეჩეთის მშენებლობაა, ისიც პირობით თუ სადავო შენობა არ განადგურდება.

რელიგიური უმცირესობის დევნად აფასებს ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის შენობის გადაცემის ფაქტს ტარიელ ნაკაიძე. ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო.

სრულიად მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ რელიგიის საბჭოს გადაწყვეტილებამ მოხეში ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს.

გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად აფასებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. მათი შეფასებით, სახელმწიფომ დასკვნა დომინანტი რელიგიური ჯგუფის სასარგებლოდ მიიღო.

ავტორი ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები