01 ოქტომბერი 2024,   13:23
ვრცლად
ინციდენტი ზვარეში - ადგილობრივების ინფორმაციით, არმატურით ნაცემია ერთ-ერთი დაშავებულის და

გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილი ხარაგაულის სოფელ ზვარეში საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორ ჩინურ კომპანიაში დასაქმებული მუშები და ადგილობრივები. ისინი დღეს დილიდან ისევ გეგმავენ შეკრებას და როგორც აცხადებენ, უარს ამბობენ მუშაობის გაგრძელებაზე ვიდრე არ შეიცვლება კომპანის მენეჯმენტი.

ადგილობრივების ინფორმაციით, არმატურით ნაცემია ერთ-ერთი დაშავებულის და, რომელიც სასადილოში მუშაობდა.

მუშების პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას მოყვა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. მათი თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის წარმომადგენლები ერთ-ერთ ადგილობრივს ტყეში მოჭრილი ხეების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. მის დასაცავად კი ჩხუბში უკვე ქართველი თანამშრომლები ჩაერთვნენ.

ცემის მუხლით დაწყებული გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გადაკვალიფიცირდა. ამ ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქეა დაკავებული. 7 დაშავებულიდან კი სამი ამ დრომდე რჩება ხაშურის საავადმყოფოში.

დღის ამბები