01 ოქტომბერი 2024,   13:30
ვრცლად
ხანძარი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე რესტორანში - ადგილობრივები უსაფრთხოების ზომების არარსებობაზე საუბრობენ

ხანძარი იყო აღმაშენებლის გამზირზე. ცეცხლი 114 ნომერში მდებარე რესტორანში გაჩნდა. შენობის დიდი ნაწილი ხის მასალისგან იყო, რამაც ხელი შეუწყო ხანძრის გავრცელებას მთელ სართულზე.

ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს. ადგილობრივების თქმით, ბოლო წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე ძლიერი ხანძარია. ისინი უსაფრთხოების ზომების არარსებობაზე საუბრობენ.

დღის ამბები