01 ოქტომბერი 2024,   13:41
ვრცლად
ვარძიიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები დღეიდან დაიწყება

ვარძიიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძრის შედეგად გაჭვარტლული ფრესკების გაწმენდითი სამუშაოები დღეიდან დაიწყება. სპეციალსიტების თქმით, უკვე შერჩეულია მეთოდიც, როგორ უნდა გაიწმინდოს ფრესკები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მათი დაკონსერვება მოხდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ მონასტრის კედლის მხატვრობა ხანძრამდე არსებულ სახეს დაახლოებით ერთ თვეში დაიბრუნებს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები