01 ოქტომბერი 2024,   13:38
ვრცლად
შსს ზვარეში მომხდარი დანაშაულის კვალიფიკაციის კიდევ ერთხელ შეცვლას არ გამორიცხავს

ზვარეში მომხდარი დანაშაულისთვის კვალიფიკაციის კიდევ ერთხელ შეცვლას არ გამორიცხავენ შსს-ში. ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები დღეს მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

"დაკავებული არის რამდენიმე პირი ამ საკითხზე, თუ არ ვცდები, ჩინეთის მოქალაქეები. ცემის მუხლით იყო, მაგრამ შემდგომში მოხდა გადაკვალიფიცირება ჯამრთელობის დაზიანების მუხლით. თუმცა, იმის გამო, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უნდა განხორციელდეს, შეიძლება რაღაცა შეიცვალოს. მაგრამ, ამ ეტაპზე მთავარი არის, რომ კონკრეტული პირები არის დაკავებული,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

დღის ამბები