01 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
სოფიკო ქაცარავას დედოფალ ელისაბედის განკარგულებით საპატიო ორდენი გადასცეს

დედოფალ ელისაბედის განკარგულებით ქართული ოცნების წევრს, სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის ელჩმა იმპერიის საპატიო ორდენი გადასცა. ჯასთინ მაქენზი სმიტის თქმით, მას ეს ჯილდო დიდი ბრიტანეთის საელჩოში 11 წლიანი მოღვაწეობის დროს, საქართველო-ბრიტანეთს შორის კავშირების განვითარებისა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გაწეული საქმიანობისთვის მიენიჭა.

საზეიმო ცერემონიას დიდი ბრიტანეთის საელჩოში, საქართველოს პრემიერმინისტრიც დაესწრო და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა ქაცარავას ჯილდო მიულოცა და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის საელჩოს, მისი საქმიანობის აღიარებისთვის.

“გვიხარია, რომ სოფიკო ჩვენი გუნდის წევრი გახდა და ყველა ერთსულოვნად ვთვლით, რომ მისი საქმიანობა პარლამენტშიც ასეთივე წარმატებული იქნება. ის უკვე არის ძალიან ბევრი კარგი პროცესის წამომწყები, რაც პარტიაში მიმდინარეობს,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები