01 ოქტომბერი 2024,   13:24
ვრცლად
ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა

სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განაგრძობს. ის ცოტა ხნის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ თავის პირველ მოადგილედ ოფიციალურად წარადგინა.

ნინო ლომჯარიამ საჯარო სექტორში წასვლის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს განაპირობა აუდიტის სამსახურის მიერ გახორციელებულმა საქმიანობამ.

„აუდიტის სამსახურს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, მიუკერძოებლობის მაღალი გარანტიები აქვს,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლაშა თორდიამ ნინო ლომჯარიას ცოდნასა და გამოცდილებაზე ისაუბრა.

„ნინო მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ პროცესებში, როგორიც არის წინასაარჩევნო სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული გარემოს ფორმირება,“- განაცხადა თორდიამ. 

 

 

დღის ამბები