01 ოქტომბერი 2024,   13:41
ვრცლად
ზვარეში მომხდარი ინციდენტი - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ საქართველოს რკინიგზას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან საკონტრაქტო ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საშუალებით გაფორმდა.

„დოკუმენტი ეხება ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას. აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას, ასევე საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული კომპანია ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს. ამ კონტექსტში ჩვენთვის გაუგებარია იმ პირების განცხადება, რომლებიც ცდილობენ საქართველოს რკინიგზა წარმოაჩინონ, როგორც კონფლიქტის მხარე. ვინაიდან რკინიგზა არ წამოადგენს სამართალურთიერობის მხარეს/სუბიექტს ქვეკონტრაქტორის შიდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის ცდილობს საკითხის დარეგულირებას და მხარეებს მოუწოდებს შესაბამისი ზომები მიიღონ სიტუაციის განმუხტვისთვის.

„რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესახებ - ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები. საკითხის გარკვევაში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და მიმდინარეობს გამოძიება, დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი უწყებები გაარკვევენ ყველა მიზეზებს,“- ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები