01 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
"საკონსერვაციო სამუშაოების დროს ტაძარი დაკეტილი იქნება" - ნიკოლოზ ანთიძე ვარძიაში მომხდარ ხანზარზე საუბრობს

სპეციალისტები ვარძიის სამონასტრო კომპლექსში დაზიანებული ფრესკების აღსადგენად მუშაობენ. გაჩენილი ხანძრისას გაჭვარტლული მხატვრობის მდგომარეობა, რესტავრატორებს განცხადებით, მძიმეა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იმედოვნებს, რომ ფრესკები თავდაპირველ მდგომარეობას თვის ბოლოსთვის დაუბრუნდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, საკონსერვაციო სამუშაოების დროს ვიზიტორების მისვლა არ არის რეკომენდირებული, მაგრამ დანარჩენი კომპლექსი იფუნქციონირებს.

“ჩვენ პირველივე დღეს გავაგზავნეთ სპეციალისტები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სახარბიელო არ იყო მდგომარეობა, მეორე დღეს უკვე ჩავიდა რესტავრატორების ჯგუფი. ჩვენ მოგვეცა იმედი იმისა, რომ იწმინდება მხატვრობა, გამოანათა გარკვეულმა ნაწილებმა რაც გაიწმინდა.  მაგრამ რესტავრატორები ამბობენ, რომ გარკვეული დაზიანებები არსებობდა თავის დროზე ძეგლზე. სამწუხაროდ ფაქტი ის არის, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნება თვითონ საკონსერვაციო და ამ გადაუდებელ სამუშაოებში. მე არ ვკარგავ იმედს, რომ სტატუსკვო აღდგება და დაუბრუნდება ხანძრამდე მდგომარეობას. საკონსერვაციო სამუშაოების დროს ვიზიტორების მისვლა არ არის რეკომენდირებული, მაგრამ დანარჩენი კომპლექსი იფუნქციონირებს ჩვეულებრივ. თვითონ ტაძარი დაკეტილი იქნება ერთი თვე,“-  განაცხადა ანთიძემ.   

დღის ამბები