01 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
მძიმედ ნაცემი მუშები - თბილისში რკინიგზასთან საპროტესტო აქცია იმართება

დამსაქმებლების მიერ მძიმედ ნაცემი მუშები, სხვა დასაქმებულები და სოფელ ზვარეს მოსახლეობა ხარაგაულში აქციებს არ წყვეტენ. მხარდასაჭერი შეკრება იმართება თბილისშიც. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშების მოთხოვნებს შეუერთდა.

ამ წუთებში თბილისში აქცია რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ რკინიგზის დეპარტამენტმა კომპანიასთან შეწყვიტოს ხელშეკრულება და კომპანიამ ქვეყანა დატოვოს. აქციაზე შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებლობას საქართველოს რკინიგზას აკისრებენ.

ზვარეში, კი სადაც უშუალოდ ინციდენტი მოხდა, აქცია დღეს უკვე დასრულდა, თუმცა დასაქმებულები აცხადებენ, რომ აქცია ხვალ დილიდან გაგრძელდება. ისინი ჩინური კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ.

საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ უფლება მომხდარში ჩაერიონ. რკინიგზაში განაცხადეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია აქვთ, თუმცა კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობენ, პასუხის გაცემა არ ისურვეს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები