01 ოქტომბერი 2024,   13:42
ვრცლად
მოხეს მუსლიმი მოსახლეობა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს უნდობლობას უცხადებს

მოხეს მუსლიმი მოსახლეობა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს უნდობლობას უცხადებს. ადგილობრივი თემი სადაო შენობის დათმობას არ აპირებს და ხელისუფლებას მისი წარმომავლობის დადგენას სთხოვს. რელიგიის სააგენტოს გადაწყვეტილება უკვე მეორე დღეა კრიტიკის მიზეზია, როგორც მესამე სექტორის ასევე სრულიად მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის მხრიდან, რომელიც საკულტო შენობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

სადავო შენობის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის გადაცემას დადებითად აფასებს მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობა, რომლების მუსლიმთა თემისთვის შენობის დათმობას არ აპირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით უცნობია საპატრიარქოს პოზიცია, მათ დღეს დამატებითი კომენტარი არ გააკეთეს.

არასამთავრობო სექტორისა და მუსლიმთა თემის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ რელიგიის სახელმწიფო საკითხთა სააგენტოში. ასევე ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე.

დღის ამბები