01 ოქტომბერი 2024,   13:33
ვრცლად
შვილის მიერ მოკლული დედა - რიტუალური მკვლელობა თუ კანიბალიზმი

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი 76 წლის ქალის  მკვლელობა - გამოძიება გარდაცვლილის შვილს და მის 2 მეგობარს ადანაშაულებს. საქმის მასალების მიხედვით, გლდანის ძველ ნაგავსაყრელზე დანაწევრებული ცხედარი ღამით 2 ჩანთით აიტანეს. მკვლელობა კი გარდაცვლილი ქალის სახლში მოხდა.

მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მოგვიანებით ქალის ცხედარი ერთ-ერთი ბრალდებულის, 24 წლის მამაკაცის სახლში წაიღეს, სადაც დაანაწევრეს.

მოკლულს მისი ქმარი 19 ოქტომბრიდან ეძებდა. ლუბა ყოჩიაშვილზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული პოლიციასაც.

ოფიციალურ უწყებაში ამტკიცებენ, რომ მკვლელობას რიტუალური დატვირთვა ჰქონდა. კურიერის ინფორმაციით, საქმეში შესაძლოა კანიბალიზმის ვერსიაც განიხილებოდეს. 

76 წლის ქალის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალი გარდაცვლილის შვილს, მამაკაცსა და არასრულწლოვან გოგოს ედება. დანაშაულის შეუყტობინებლობისთვის კი ბრალი ორ ახალგაზრდა მამაკაცს აქვს წარდგენილი.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი. 

დღის ამბები