01 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
კლიმატის ცვლილება - თბილისის ანძა მწვანედ განათდა

კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით თბილისის ანძა მწვანედ განათდა.

ამავე თარიღთან დაკავშირებით, დედაქალაქში კულტურული ღონისძიებებიც გაიმართა. გაიხსნა შვედი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

პარიზის შეთანხმება მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალურ რეაგირებას, რათა მოხდეს საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა.

თბილისის გარდა, მნიშვნელოვანი შენობები მწვანედ განათდა შეთანხმების ხელმომწერ ყველა ქვეყანაში. 

დღის ამბები