01 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
განათლების სამინისტრომ ახალქალაქში დამწვარი სკოლის შენობის ალტერნატიული ფართი გამოყო

განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის ის საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომლის დამხმარე ხის შენობაც ხანძრის შედეგად რამდენიმე დღის წინ დაიწვა.

გამგეობამ გამონახა გარემონტებული შენობა, კერძოდ, ალტერნატიული ფართი სკოლის მახლობლად საკრებულოს ყოფილი შენობაში გამოიყო, კეთილმოეწყო და საკლასო ოთახები განთავსდა. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად.

დღის ამბები