01 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე მიკროავტობუსი ხიდის ჯებირს შეეჯახა და გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში. ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე კოპიტნარის აეროპორტთან მიკროავტობუსი ხიდის ჯებირს შეეჯახა და გადავარდა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები