01 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
ედელვაისი - წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დევნილ და უდედმამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ცხოვრებაზე დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

"ედელვაისის" დასაწერად ავტორმა, ნინო ამირეჯიბმა, რამდენიმე თვე საქართველოს სხვადასხვა ბავშვთა სახლში გაატარა.

პრეზენტაციას საქველმოქმედო დანიშნულება ჰქონდა. გაყიდული წიგნებიდან შემოსულ თანხა ექვსსულიან ოჯახს გადაეცა. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში 12 წლის ფოტომოყვარულის სურათებიც გამოიფინა.

დღის ამბები